საქართველოს ფიგურული ციგურაობის ისტორიაში პირველად ქართველი მოცეკვავე წყვილი - მარია კაზაკოვა და გიორგი რევია გრან -პრის ფინალში გავიდნენ და შეძლეს გრან-პრის ეტაპების ორი ვერცხლის მედლის და ფინალური საგზურის მოპოვება. იუნიორთა კატეგორიაში გრან-პრის სერია აგვისტოში დაიწყო, მოიცავდა შვიდ ეტაპს და 13 ოქტომბერს დასრულდა სომხეთის დედაქალაქ ერევანში. შეჯიბრში მონაწილეობდა 24 ქვეყნის 65 წყვილი. სულ გათამაშდა გრან-პრის ფინალის 6 საგზური. ქართულმა წყვილმა ორ ეტაპზე ისაპარეზა და 318, 52 ქულით საუკეთესო ექვსეულში შევიდა. ფინალი გაიმართება 6-9 დეკემბერს კანადის ქალაქ ვანკუვერში.
ამავე პერიოდში მინსკში გაიმართა საერთაშორისო ტურნირი "Ice Star 2018", რომლის ერთეულთა კატეგორიაში გამოდიოდნენ ქართველი მოციგურავეები ირაკლი მაისურაძე და ალინა ურუშაძე. ტურნირში მონაწილეობდა 16 ქვეყნის 102 სპორტსმენი. 10 ქვეყნის 15 მოციგურავეს შორის იასპარეზა ირაკლი მაისურაძემ და 209, 14 ქულით პირველი ადგილი და ოქროს მედალი დაისაკუთრა.