23 ოქტომბერს საქართველოს ოლიმპიური რეზერვების მზადების ეროვნულმა ცენტრმა „ოლიმპიური ცენტრის ღია პირველობას“ უმასპინძლა. შეჯიბრება სპორტის შვიდ სახეობაში ჩატარდა: თავისუფალ და ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში, ძიუდოში, ძალოსნობაში, მძლეოსნობაში, ქართულ ჭიდაობასა და მშვილდოსნობაში.
ღია პირველობას დაესწრნენ განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე შალვა გოგოლაძე, ოლიმპიური რეზერვების ცენტრის დირექტორი ბორია ფირცხელიანი და სპორტის დეპარტამენტის უფროსი ირაკლი დოლაბერიძე. ძიუდოს ტურნირს აკვირდებოდა საერთაშორისო კატეგორიის მსაჯი ვლადიმერ ნუცუბიძე.
ღია პირველობა ჭაბუკებს შორის ჩატარდა და მასში მონაწილეობა ქართველმა სპორტსმენებმა და თბილისის სპორტულმა კლუბებმა მიიღეს. აღსანიშნავია, რომ ოლიმპიური ცენტრის ორგანიზებით მსგავსი სპორტული ღონისძიება პირველად გაიმართა და მასში 300-ზე მეტი სპორტსმენი მონაწილეობდა.