დუალური პროფესიული განათლების შესახებ ცნობადობის ამაღლება და ამ პროცესში ბიზნესის ჩართულობის აუცილებლობა იყო მთავარი თემა საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის მიერ ორგანიზებულ კონფერენციაზე, რომელიც პროექტის „დუალური პროფესიული განათლების საკოორდინაციო საბჭო“ ფარგლებში გაიმართა. კონფერენციის მუშაობაში მონაწილეობა საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილემ ირინა აბულაძემ მიიღო და იმ მნიშვნელოვან სიახლეებზე ისაუბრა, რაც დუალური პროფესიული განათლების განვითარების კუთხით სამინისტრომ სამთავრობო და ბიზნეს-სექტორის, დარგობრივი ასოციაციებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების ჩართულობით უკვე განახორციელა და რაც მომავალშია დაგეგმილი.
ირინა აბულაძის განცხადებით, სამუშაოზე დაფუძნებული სწავლება არის სამინისტროს ერთ-ერთი პრიორიტეტი და შესაბამისად, რეფორმის ფარგლებში დაგეგმილია ამ მიმართულების კიდევ უფრო გაძლიერება. მისივე თქმით, პროფესიულ სტუდენტებს, საწარმოში პრაქტიკის გავლის პარალელურად, უნდა მიეცეთ მეტი შესაძლებლობა მიიღონ ხარისიანი განათლება, რათა შეძლონ უკეთესი და სწრაფი დასაქმება.