საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე ირინა აბულაძემ, საქართველოში გერმანიის ელჩსა და გერმანულ დელეგაციას უმასპინძლა. შეხვედრის მიზანს წარმოადგენდა პროფესიული განათლების შრომის ბაზრის მოთხოვნებთან დაახლოების, განათლების ხარისხის გაუმჯობესების, სწავლების პროცესში ინოვაციებისა და ტექნოლოგიების გამოყენების გაძლიერების მიზნით, ორმხრივი თანამშრომლობის გაძლიერება. შეხვედრის მონაწილეებმა, მომავალი თანამშრომლობის შესახებ იმსჯელეს და შეთანხმდნენ, რომ ახალი პროგრამის დიზაინი დაეფუძნება იმ ეკონომიკურ და რეგიონულ საჭიროებებს, რომლებიც შესაბამისი სამთავრობო უწყებების შეთანხმებით, პირველ ეტაპზე განისაზღვრება პრიორიტეტებად. ახალი ინიციატივების მიზანს წარმოადგენს პროფესიული მომზადების თანამედროვე სისტემის შექმნით, დასაქმების შესაძლებლობის გაზრდა.
შეხვედრას ასევე, ესწრებოდნენ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ეკატერინე მიქაბაძე, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროსა და ფინანსთა სამინისტროს წარმომადგენლები.