საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი, მიხეილ ბატიაშვილი ამჯერად, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორებსა და სტუდენტებს შეხვდა და მათ უმაღლესი განათლების მიმართულებით დაგეგმილი ახალი ინიციატივები გააცნო.
ბათუმის უნივერსიტეტში ბოლო პერიოდში არაერთი მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტი განხორციელდა. განახლებული პროგრამებით, უნივერსიტეტის შვიდ ფაკულტეტზე 6000-ზე მეტი სტუდენტი სწავლობს.