საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა, მიხეილ ბატიაშვილმა საფეხბურთო კლუბ მილანის აკადემიის დელეგაციასთან მნიშვნელოვანი პროექტის განხილვა დაიწყო, რომელიც ბავშვთა ფეხბურთის განვითარებას გულისხმობს.
საფეხბურთო კლუბ მილანის აკადემიის საერთაშორისო პროექტების მენეჯერი, ალესანდრო ჯანი და ელიზაბეტ სპინა სამინისტროს სწორედ აღნიშნული პროექტის განსახილველად ესტუმრნენ. მილანის მხარე გამოთქვამს მზაობას, აქტიურად ჩაერთოს პროექტის განხორციელებაში და ბავშვებსა და ახალგაზრდებს, სკოლებსა და სხვადასხვა ფორმატში სწავლების მათი მეთოდოლოგია შესთავაზოს, ვარჯიშებისა და ლოკალური მწვრთნელების სწავლების გამოცდილება გაუზიაროს. პროექტში შესაძლოა არაერთი საჯარო სკოლა ჩაერთოს, სადაც აღნიშნული მეთოდოლოგია ადგილობრივი სპეციფიკის გათვალისწინებით დაინერგება.
მიხეილ ბატიაშვილის თქმით, მილანის საფეხბურთო აკადემიის საქართველოში გახსნა ძალიან მნიშვნელოვანი პროექტია. „მოზარდებში სპორტული კულტურის გაუმჯობესება, ჯანსაღი ცხოვრების წესის დანერგვა ჩვენი პრიორიტეტია და ამისათვის, სამინისტრო არაერთ მნიშვნელოვან პროექტს განახორციელებს“, - აღნიშნა ბატიაშვილმა