საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო მწუხარებას გამოთქვამს გამოჩენილი თეატრალური მოღვაწის, საქართველოში პანტომიმის ჟანრის ფუძემდებლის, თბილისის პანტომიმის თეატრის დამაარსებლის, ცნობილი რეჟისორისა და პედაგოგის, საქართველოს სახალხო არტისტის ამირან შალიკაშვილის გარდაცვალების გამო. დაკრძალვა - 2018 წლის 29 ნოემბერს მახათას პანთეონში, გამოსვენება - თბილისის პანტომიმის თეატრიდან, 14:00 საათზე.
მისამართი - რუსთაველის გამზირი 37