საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსა და გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) ორგანიზებით, სსიპ საზოგადოებრივ კოლეჯში „სპექტრი“ სამუშაო შეხვედრა გაიმართა, რომელშიც დუალურ სწავლებაში ჩართული კერძო საამშენებლო კომპანიების ინსტრუქტორები და პროფესიული განათლების მასწავლებლები მონაწილეობდნენ.
შეხვედრის მიზანს, საამშენებლო მიმართულების დუალური პროგრამების დანერგვის პროცესის უმტკივნეულოდ და ეფექტიანად წარმართვა წარმოადგენდა. შეხვედრის ფარგლებში, განსაკუთრებული ყურადღება პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებებსა და ბიზნეს სექტორს შორის მჭიდრო თანამშრომლობას დაეთმო.
გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების მხარდაჭერით, მსგავსი შეხვედრების ორგანიზებამომავალშიც დაგეგმილია. პროცესში ჩაერთვებიან საერთაშირისო დარგის წარმომადგენლებიც, რომლებიც, ინდივიდუალურად იმუშავებენ დუალურ სწავლებაში ჩართულ საგანმანათლებლო დაწესებულებებთან.