საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროში, პროფესიული განათლების განვითარების დეპარტამენტის ორგანიზებით, იმ საერთაშორისო, დონორი ორგანიზაციების წარმომადგენელთა საკოორდინაციო შეხვედრა გაიმართა, რომლებიც საქართველოში პროფესიული განათლების ხელშეწყობის მიზნით ცალკეულ პროექტებს ახორციელებენ. კერძოდ, შეხვედრას ესწრებოდნენ ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში (EU), ათასწლეულის გამოწვევის ფონდი - საქართველო (MCA), გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოება (GIZ), გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP), მსოფლიო ბანკი (WB), კარგი განვითარების ფონდი (GGF) და სხვ. დეპარტამენტის წარმომადგენლებმა წარადგინეს სამინისტროს მიერ 2018 წლის, მეოთხე კვარტალში განხორციელებული საქმიანობები და დამსწრეებს გააცნეს სამომავლო გეგმები.
მიმდინარე პროექტების განხორციელების სტატუსი და სამომავლო პერსპექტივები წარმოადგინეს ასევე, პარტნიორი საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენლებმა.
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსათვის, პროფესიული განათლების რეფორმის წარმატებით განხორციელების მიზნით, მნიშვნელოვანია საერთაშორისო ორგანიზაციების საქმიანობების კოორდინაციის უზრუნველყოფა. ყოველკვარტალური შეხვედრები კი ხელს უწყობს ინფორმაციის გაზიარებას და რესურსების ოპტიმალურ განაწილებას შედეგების მისაღწევად.