განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის ორგანიზებით იმართება ორდღიანი კონფერენცია - „უმაღლესი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის განახლებული სისტემის დანერგვა: შედეგები და შემდგომი ნაბიჯები“.
კონფერენციაზე განიხილება უმაღლესი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის განახლებული, ევროპული სტანდარტებისა და პროცედურების მიხედვით (ESG2015) საქართველოში განხორციელებული ავტორიზაციისა და აკრედიტაციის შეფასების შედეგები, სისტემის გაუმჯობესების შესაძლებლობები და შემდგომი ნაბიჯები.
კონფერენციაში მონაწილეობას იღებენ განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს, განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის, საქართველოში ავტორიზებული ყველა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები.