სსიპ საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურის თბილისის ფსიქოლოგიური მომსახურების ცენტრს რეაბილიტაცია ჩაუტარდა. სრულად გარემონტდა თერაპიის ოთახები, დერეფნები, მოსაცდელი დარბაზი. თერაპიის ოთახები აღიჭურვა ბავშვებისთვის საჭირო ინვენტარით.
ფსიქოლოგიური მომსახურების ცენტრი 2013 წელს შეიქმნა და მას შემდეგ ცენტრში მომართვიანობა ყოველწლიურად იზრდება. ცენტრის მაღალკვალიფიციური ფსიქოლოგები, სოციალური მუშაკები და ბავშვთა ფსიქიატრები ფსიქო-სოციალურ მომსახურებას სთავაზობენ როგორც მოსწავლეებს, ასევე მათ მშობლებს, მასწავლებლებს, მანდატურებსა და საგანმანათლებლო დაწესებულების სხვა წარმომადგენლებს.
ამ ეტაპზე, ქვეყნის მასშტაბით, მანდატურის სამსახურის ფსიქოლოგიური მომსახურების 8 ცენტრი ფუნქციონირებს, მათ შორის ორი დედაქალაქში, დანარჩენი კი, სხვა ქალაქებში ( თელავი, რუსთავი, გორი, ქუთაისი, ბათუმი და ფოთი).