სსიპ საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურის ინიციატივით, სკოლის მოსწავლეებისათვის, კინოთეატრ ამირანში მხატვრული ფილმის „მაკნატუნა“ ჩვენება გაიმართა. საქველმოქმედო აქციის მიზანს მანდატურსა და მოსწავლეს შორის კომუნიკაციისა და მეგობრული ურთოერთობის გაღრმევება წარმოადგენს.
„მსგავს აქციებში მონაწილეობა უმნიშვნელოვანესია. ჩვენი სურვილია, მშობლებთან ერთად, ჩვენც მივიღოთ მონაწილეობა ბავშვების სწორად აღზრდაში“- აცხადებს მანდატური.
ახალი რეგულაციების ფარგლებში, მანდატურები სკოლებში საზოგადოებრივი წესრიგის დაცვასთან ერთად, უსაფრთხოებისა და ჯანსაღი გარემოს შექმნასაც უზრუნველყოფენ. ასევე, აღსანიშნავია, რომ საგანმანათლებლო კამპანიების და პრევენციული ღონისძიებების დაგეგმვასა და განხორციელებაში უშუალოდ არიან ჩართულნი თავად მანდატურები.