უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის საბჭოს მოწვეული წევრების კანდიდატურათა შერჩევის შესახებ ინფორმაცია:
უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის საბჭოს მოწვეულ წევრთა რაოდენობა - 16, მათ შორის:
სამედიცინო პროგრამის განმახორციელებელი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების სრული დატვირთვის მქონე აკადემიური, ადმინისტრაციული პერსონალი - 5 (კანდიდატის წარდგენა უნდა მოხდეს მედიცინის ერთსაფეხურიანი საგანმანათლებლო პროგრამის განმახორციელებელი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებიდან);
პრაქტიკული გამოცდილების მქონე მოქმედი ექიმები, რომლებიც დასაქმებული არიან საავადმყოფოებში - 5 (კანდიდატის წარდგენა უნდა მოხდეს პროფესიული ასოციაციიდან ან/და სამედიცინო საქმიანობის განმახორციელებელი დაწესებულებიდან (საავადმყოფო));
დაინტერესებული მხარეების, იმ სამთავრობო მარეგულირებელი დაწესებულებების წარმომადგენლები, რომლებიც სახელმწიფოში არეგულირებენ სამედიცინო განათლების, ჯანდაცვის საკითხებს - 5 (კანდიდატის წარდგენა უნდა მოხდეს შესაბამისი დაინტერესებული მხარეების/მარეგულირებელი დაწესებულებების მიერ).
მედიცინის უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამის სტუდენტი - 1 (წარმდგენი შეიძლება იყოს შესაბამისი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება).
უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის საბჭოს მოწვეული წევრის ფუნქციები, საქმიანობის წესი და პრინციპები განისაზღვრება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 1 ოქტომბრის №99/ნ ბრძანებით დამტკიცებული საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის დებულების საფუძველზე.
საბჭოს წევრობის კანდიდატის წარდგენის შესახებ განცხადება საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროში წარდგენილ უნდა იქნეს წერილობითი ფორმით 2019 წლის 25 იანვრის ჩათვლით;
საბჭოს მოწვეული წევრობის კანდიდატის წარდგენის შესახებ განცხადებას უნდა დაერთოს კანდიდატურის:
შესარჩევი კომისია უფლებამოსილია საჭიროების შემთხვევაში საბჭოს წევრობის კანდიდატს მოსთხოვოს დამატებითი ინფორმაცია/დოკუმენტი.
განაცხადების მიღება წარმოებს საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროში.
მის.: ქ. თბილისი, დ. უზნაძის N52.