საქართველოს მდგრადი განვითარების მიზნების (SDGs) ეროვნულმა საბჭომ საქართველოში მიღწეული წარმატებისა და არსებული გამოწვევების შესახებ იმსჯელა. საბჭოს სხდომას საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე, ნათია ზედგინიძე დაესწრო, რომელმაც განათლების მიმართულებით არსებულ გამოწვევებზე ისაუბრა.
საბჭომ განსაკუთრებული ყურადღება საქართველოს იმ ეროვნულ მიზნებს დაუთმო, რომლებიც განათლების გაუმჯობესებას, ეკონომიკურ განვითარებას, კლიმატის ცვლილების დაძლევასა და გარემოს დაცვას ითვალისწინებს. შესაბამისი სამინისტროების წარმომადგენლებმა ამ საკითხებში ქვეყნის ამჟამინდელ მდგომარეობასა და სამომავლო პერსპექტივებზე ისაუბრეს. მსჯელობა შეეხო ისეთ საკითხებს, როგორებიცაა მდგრადი ტურიზმი, ბიზნესის განვითარება, ინდუსტრიალიზაცია, ინკლუზიური განათლება, ტყეებისა და ბიომრავალფეროვნების დაცვა.
საბჭოს მეორე ყოველწლიურ სხდომა, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციისა და გაეროს ორგანიზებით გაიმართა და მასში საქართველოს მთავრობის, გაეროს, სამოქალაქო საზოგადოების, კერძო სექტორის, აკადემიური ინსტიტუტებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების 100-ზე მეტი წარმომადგენელი მონაწილეობდა.
SDG საბჭო წელს საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ინიციატივითა და გაეროსა და შვედეთის მთავრობის ხელშეწყობით 2017 წელს შეიქმნა.