საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ბატიაშვილმა განათლების რეფორმის ფარგლებში, საზოგადოებას პროფესიული განათლების მიმარტულებით მიმდინარე სიახლეები წარუდგინა, სადაც ერთ-ერთი მთავარი აქცენტი გააკეთა შრომის ბაზრის მოთხოვნების შესაბამისად ახალგაზრდების მომზადებაზე, რაც მათ დასაქმების გარანტია.
„ჩვენი ყველაზე მთავარი მიზანია, ახალგაზრდას მიეცეს სწრაფი დასაქმების პერსპექტივა. ერთის მხრივ, გვყვავს უმაღლესდამთავრებული ახალგაზრდები, რომლებსაც უჭირთ ადგილის მოძებნა, მერე მხრივ არსებობს შრომის ბაზარი, სადაც ვერ ხდება შესაბამისი კადრების მიწოდება. ამიტომ, რაც შეიძლება მეტ ახალგაზრდას უნდა ვაჩვენოთ სწორი გზა, რომ საკუთარი თავი დაინახოს შრომი ბაზარზე, რაც ჩვენი ეკონომიკის განვითარების მომავალ პერსპექტივაა“ - განაცხადა მიხეილ ბატიაშვილმა.
მინისტრის თქმით, სწორედ ამიტომ, სამინისტროს ამოცანაა მოქალაქეებისთვის, განსაკუთრებით ახალგაზრდებისთვის ხარისხიან განათლების შესთავაზება და შრომის ბაზარზე მათი კონკურენტუნარიანობის გაზრდაა.