სსიპ შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის გენერალური დირექტორი ზვიად გაბისონია შეხვედა თსუ პროფესურას და უნივერსიტეტის სამეცნიერო კვლევითი ცენტრების წარმომადგენლებს. შეხვედრა გახსნა ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა გიორგი შარვაშიძემ.
ზვიად გაბისონიამ სამეცნიერო საზოგადოებას გააცნო, განათლების რეფორმის ფარგლებში ,,მეცნიერებას“ მიმართუოლებით დაგეგმილი ცვლილებები. წარმოადგინა ის ახალი პროექტები და ინიციატივები. რომლის განხორციელება იგეგმება 2019 წლისთვის. აღნიშნული პრეზენტაციით რუსთაველის ფონდმა დაიწყო თავისი შეხვედრები სახელმწიფო თუ კერძო უნივერსიტეტებში.