„სამინისტროების გაერთიანებას ბევრი დადებითი მხარე აქვს. მნიშვნელოვანია კულტურის კომპონენტის გაძლიერება სასწავლო პროგრამებში. ეს არის შესაძლებლობა ბავშვებისთვის, მიიღონ განათლება სასკოლო პროგრამის გარეთ,“ – განაცხადა საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ბატიაშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე.
მინისტრის თქმით, კულტურული ფასეულებების მიმართულებით ბევრი რამ უნდა გაკეთდეს. არაერთი პროექტი უკვე დაიწყო სკოლის გარეთ აქტივობებისთვის. ბავშვები ჩართული არიან ეროვნულ და სხვადასხვა მუზეუმში არსებულ საგანმანათლებლო პროგრამებში.