მასწავლებელთა პროფესიული ეთიკის კოდექსი ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების მასწავლებლებისთვის პროფესიული ქცევის წესებს ადგენს, რაც მათ ეთიკურად გამართლებული ქმედებების წარმართვაში დაეხმარებათ. ამ კოდექსით, მასწავლებლის პროფესიული კომპეტენტურობის ხარისხის შეფასება მოხდება. კოდექსის დაცვა მასწავლებელს მოსწავლეების, მშობლების, ბავშვის კანონიერი წარმომადგენლების, თავად მასწავლებლებისა და სკოლაში დასაქმებული სხვა პირების მიმართ მოეთხოვება.
სასწავლო პროცესის სრულყოფისთვის აუცილებელია, სკოლამ არა მარტო ხარისხიანი ცოდნა შესთავაზოს მოსწავლეს, არამედ სასწავლო პროცესში მონაწილე მხარეებს შორის ეთიკურად მიზანშეწონილი და საზოგადოებრივად გამართლებული ურთიერთობების დამკვიდრებას შეუწყოს ხელი.
მასწავლებელთა პროფესიულ ეთიკის კოდექსზე სამუშაო შეხვედრები სხვადასხვა სამუშაო ჯგუფებთან უკვე გაიმართა. იმისთვის, რომ ეთიკის კოდექსმა სრულყოფილი სახე მიიღოს, ანალოგიური შეხვედრები როგორც დარბაზის წევრებთან ასევე მრჩეველთა საბჭოსთან და საზოგადოების წევრებთან მომავალშიც გაგრძელდება.