საქართველოს ეროვნულ ოლიმპიურ კომიტეტში პროექტის „სკოლებში ფიზიკური აღზრდისა და სპორტის სწავლების გაძლიერება“ფარგლებში დაჯილდოება გაიმართა.
აღნიშნული პროექტის მიზანია ფიზიკური აღზრდისა და სპორტის სტანდარტის დანერგვის ხელშეწყობა; მასწავლებლების დახმარება სასწავლო პროცესის ფიზიკური აღზრდისა და სპორტის სტანდარტის მიხედვით დაგეგმვასა და წარმართვაში; ფორმალური და არაფორმალური სწავლა-სწავლების პროცესის დაგეგმვისა და განხორციელების გზით მოსწავლეებში ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია.
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსა და ქალაქ თბილისის რეგიონალური ოლიმპიური კომიტეტის თანაორგანიზატორობით, კონკურსში გამარჯვებული სასკოლო სპორტული კლუბები და მასწავლებლები გამოვლინდნენ:
გამარჯვებული სასკოლო სპორტული კლუბის ხელმძღვანელები (მასწავლებლები) და დირექტორები სერტიფიკატებითა და ფასიანი საჩუერებით დააჯილდოვა საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტმა ლერი ხაბელოვმა.
დაჯილდოვების ცერემონიალს ასევე ესწრებოდნენ: საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პირველი ვიცე-პრეზიდენტი ელგუჯა ბერიშვილი, ქალაქ თბილისის რეგიონალური ოლიმპიური კომიტეტის თავჯდომარე მურთაზ მნათობიშვილი, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს, ფიზიკური აღზრდისა და სპორტის ექსპერტი გია ბეგიაშვილი.