საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილემ ნათია ზედგინიძემ და საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქუტრის განვითარების სააგენტოს დირექტორმა ზვიად როსტომაშვილმა, საქართველოს პარლამეტის მაჟორიტარ დეპუტატთან ლევან გოგიჩაიშვილთან ერთად, თბილისის 195-ე საჯარო სკოლის ახალი სპორტული მოედანი გახსნეს.
თანამედროვე სტანდარტების სპორტული მოედანი, ფეხბურთის ფედერაციის მიერ დადგენილ მოთხოვნებს სრულად აკმაყოფილებს. სტადიონზე მოწყობილია მაღალი ხარისხის 60 მმ სიმაღლის ხელოვნური საფარი, სადრენაჟე სისტემა, განათება და ტრიბუნები. მოედანი გარშემორტყმულია 6 მეტრი სიმაღლის ღობით.
სკოლაში საგანმანათლეობლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს დაფინანსებით ასევე ჩატარდა ეზოს კეთილმოწყობის სამუშაოები: მოეწყო საყრდენი კედლები, კიბეები, მოაჯირები, ჭიშკარი. შენობის ირგვლივ გაკეთდა სარინელი, ეზოში დაიგო 1400 კვ.მეტრი ორფენიანი ასფალტო-ბეტონის საფარი, შემოიღება რკინა-ბეტონის ღობით.
სკოლაში ამჟამად 600-ზე მეტი მოსწავლე სწავლობს. „ახალი სკოლის მოდელის“ პროგრამის მე-2 ეტაპის ფარგლებში, სკოლაში შიდასარეაბილიტაციო სამუშაოებიც ჩატარდება, მოწესრიგდება გათბობის სისტემა და სრულად აღიჭურვება თანამედროვე ტექნიკით.