12 თებერვალს, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროში მსოფლიო ბანკის ეგიდით მოსამზადებელი პროექტის ფარგლებში სამუშაო შეხვედრა გაიმართა. შეხვედრას ესწრებოდნენ მინისტრის მოადგილეები ირინა აბულაძე, ნათია ზედგინიძე და მსოფლიო ბანკის წარმომადგენლები.
შეხვედრისას განიხილეს ახალი საგანმანათლებლო განათლების პროგრამის - „Georgia IQ: Inclusion, Innovation and Quality Project” აქტივობები, მიზნები და კომპონენტები. ეს პროგრამა ითვალისწინებს ადრეული განათლებისა და ბავშვზე ზრუნვის ხარისხისა და ხელმისაწვდომობის განვითარებას, ზოგადი განათლებაში სწავლა-სწავლების მეთოდის მხარდაჭერას, უმაღლესი განათლების დაფინანსებისა და აკრედიტაციის შესაძლებლობების გაძლიერებას, სასწავლო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებას, სწავლების პროცესში ხარისხისა და ინოვაციის მიმართულებით ქცევითი ცვლილების გაძლიერებას.
ამ პროექტის გარშემო სამუშაო შეხვედრები მსოფლიო ბანკის წარმომადგენლებთან კვლავაც გაგრძელდება.