ბრიტანეთის მთავრობის კარგი მმართველობის ფონდის მხარდაჭერითა და საქართველოს განათლების, მეცნიერების კულტურისა და სპორტის სამინისტროს აქტიური ჩართულობით, ბრიტანეთის საბჭო ორგანიზებას უკეთებს ტრენინგებს, რომელიც პროფესიული სასწავლებლების მასწავლებელთა ტრენერ-მენტორების გუნდის ჩამოყალიბებას ემსახურება და პროგრამის „ინგლისური დასაქმებისთვის პროფესიულ განათლებაში“ ფარგლებში ხორციელდება. პროექტი მიზნად ისახავს პროფესიული სასწავლებლების მოსწავლეთა ინგლისური ენის ცოდნის გაუმჯობესებას პროფესიული განათლების სასწავლო პროგრამების რეფორმირებისა და მასწავლებელთა უწყვეტი პროფესიული განვითარების სისტემის ჩამოყალიბების გზით.
ამ ეტაპზე ბრიტანელი ექსპერტი ტრენინგებს ატარებს როგორც პროფესიული განათლების სფეროში დასაქმებულთათვის, ისე იმ პოტენციური მენტორებისთვის, რომელთაც სურვილი აქვთ წვლილი შეიტანონ სფეროს განვითარებაში საქართველოში. მონაწილეები არიან როგორც თბილისიდან, ისე აჭარიდან, სამეგრელოდან და კახეთიდან.