საქართველოს პრეზიდენტთან სალომე ზურაბიშვილთან ერთად გერმანიაში ოფიციალური ვიზიტით მყოფი საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი მიხეილ ბატიაშვილი ბერლინში ქართველ სტუდენტებს შეხვდა, მათ საჭიროებებს გაეცნო და განათლების სისტემაში მიმდინარე რეფორმების შესახებ ამომწურავი ინფორმაცია მიაწოდა.
სისტემაში მიმდინარე სიახლეებთან დაკავშირებით მინისტრმა სტუდენტთა შეკითხვებს უპასუხა, რის თაობაზე სტუდენტებმა დიდი ინტერესი გამოხატეს და საკუთარი პოზიციებიც დააფიქსირეს. როგორც აღნიშნეს, ამ კუთხით პოზიტიური მოლოდინები აქვთ, განსაკუთრებით უმაღლესი განათლებისა და მეცნიერების მიმართულებით.
შეხვედრაზე სტუდენტები განათლების მიმართულებით ევროკავშირის პროექტებში მონაწილეობის შესაძლებლობების გაზრდით დაინტერესდნენ. საუბარი ასევე შეეხო ინკლუზიური განათლების მნიშვნელობას და მეცნიერების ახალ მიმართულებებს, ამასთან, პროფესიულ განათლებას, რა მიმართულებითაც, მინისტრის თქმით, საზოგადოებისთვის ძალიან მალე ახალი, უმნიშვნელოვანესი პროექტების შესახებ გახდება ცნობილი.