2019 წლის 21 თებერვალს, შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის განახლებული საერთაშორისო საკოორდინაციო საბჭოს რიგით VIII სხდომა გაიმართა.
ფონდს 2015 წლიდან ჰყავს კოლეგიალური ორგანო, საერთაშორისო საკოორდინაციო საბჭო, რომლის წევრები არიან წამყვანი ქართველი და უცხოელი მეცნიერები და საქართველოს მთავრობის წარმომადგენლები. საბჭო რეკომენდაციას აძლევს ფონდს და ეხმარება სტრატეგიული პრიორიტეტების განსაზღვრაში.
საერთაშორისო საკოორდინაციო საბჭოს სხდომას ესწრებოდნენ:
ფონდის გენერალურმა დირექტორმა ზვიად გაბისონიამ, გენერალური დირექტორის მოადგილეებმა ნინო გაჩეჩილაძემ და ჯაბა სამუშიამ, აგრეთვე, დეპარტამენტებისა და სამსახურების უფროსებმა საბჭოს წარუდგინეს და განიხილეს შემდეგი საკითხები: ახალი პროგრამის პორტფოლიო და 2019 წლის სამუშაო გეგმა (ბიუჯეტი და პროგრამები; საერთაშორისო თანამშრომლობა; მეცნიერების პოპულარიზაციის პროგრამები; ფონდის ჩართულობა საერთაშორისო პროექტებში; 2019 წლის გამოწვევები; ევროკავშირის კვლევისა და ინოვაციის ჩარჩო პროგრამა „ჰორიზონტი 2020“-ში საქართველოს მეცნიერთა მონაწილეობის ხელშეწყობის მიზნით განხორციელებული აქტივობები; EURAXESS-ში საქართველოს გაწევრიანება; მეცნიერების სფეროში მიმდინარე რეფორმა და რეფორმის ფარგლებში დაგეგმილი აქტივობები; ევროპული კვლევების საბჭოს (ERC) სტანდარტების დანერგვა მეცნიერების მენეჯმენტში; ელექტრონული სამეცნიერო ჟურნალის „საქართველოს მეცნიერება“ (Georgian Science) გამოცემა).