21 თებერვალს, თბილისის ისტორიის მუზეუმში „ქარვასლა“ გაიმართა პროექტის „UP-start” პრეზენტაცია. ღონისძიებას საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის პირველი მოადგილე მიხეილ გიორგაძე, სსიპ „შემოქმედებითი საქართველოს“ დირექტორი ანა რიაბოშენკო და ბრიტანეთის საბჭოს ხელოვნების პროგრამების მენჯერი მაია დარჩია უძღვებოდნენ.
პროექტის „UP-start” მიზნად ისახავს თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის ბაზაზე მედია ინკუბატორის დაარსებას და სტუდენტებისთვის ბიზნეს პროექტების განვითარების ხელშეწყობას. ასევე, სტუდენტებში ბიზნეს უნარების განვითარებასა და მათი ინგლისური ენის დონის ამაღლებას.
პროექტის ფარგლებში შემუშავდება სასწავლო კურიკულუმი, რომელიც კულტურის მენეჯმენტზე იქნება ორიენტირებული და მისი ადაპტირება აკადემიის სასწავლო პროცესში ეტაპობრივად მოხდება. კურიკულუმი შემუშავდება როგორც საბაკალავრო, ისე სამაგისტრო დონეებისთვის. პროექტის „UP-start”-ს ფარგლებში, 19-20 თებერვალს, ჩატარდება ტრენინგი ტრენერებისთვის (TOT). პოტენციური ტრენერები აკადემიის თანამშრომლები არიან, რომლებიც ინკუბატორისთვის გადამზადდებიან.
პროექტი UP-start” ბრიტანეთის საბჭოს მიერ გამოცხადებული საგრანტო პროგრამის „შემოქმედებითი ნაპერწკალი: სამეწარმეო განათლება უმაღლესებისთვის“ გამარჯვებულია.
პროექტის პარტნიორები არიან: სსიპ „შემოქმედებითი საქართველო“, თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია, Creative Solutions და Advantage Creative.