საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურის და სპორტის სამინისტრო და მუნიციპალური განვითარების ფონდი მსოფლიო ბანკის მხარდაჭერით ახორციელებს განათლების ხარისხის, ინოვაციების და ინკლუზიური განვითარების ხელშეწყობის პროექტს. აღნიშნული პროექტი განხორციელდება მთელი ქვეყნის მაშტაბით და მოიცავს სკოლებისა და სკოლამდელი განათლების დაწესებულებების მშენებლობასა და რეაბილიტაციას. პროექტი შედგება ხუთი ძირითადი კომპონენტისგან:
აღნიშნული პროექტის ფარგლებში მომზადდა განსახლების პოლიტიკის და გარემოსდაცვითი და სოციალური მართვის ჩარჩო დოკუმენტები მუნიციპალური განვითარების ფონდისა და განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიერ.