"კულტურის ხელშეწყობის" პროგრამის ფარგლებში საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო აცხადებს კონკურსს - "რეგიონებში სახელოვნებო კონკურსებისა და ფესტივალების ხელშეწყობა"
იხილეთ კონკურსის გამოცხადებისა და საკონკურსო პირობების, განაცხადების, საკონკურსო განაცხადების, საკონკურსო განაცხადების დაზუსტების და ანგარიშის წარმოდგენის ფორმები:
განაცხადის წარმოდგენასთან და კონკურსთან დაკავშირებულ საკითხებზე კონსულტაციები საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროში გაიმართება 2 ეტაპად:
ა) 2019 წლის 27 თებერვალს 14:00 სთ-ზე;
ბ) 2019 წლის 4 მარტს 14:00 სთ-ზე;
მისამართი: ქ. თბილისი, სანაპიროს ქ. N4.