მოსწავლეებმა 53 ტონა ქაღალდის ნარჩენი შეაგროვეს და კომპანიებს გადასცეს გადასამუშავებლად. პროექტი CENN, USAID-ის ფინანსური მხარდაჭერით საქართველოს სამ რეგიონში – კახეთი, აჭარა, შიდა ქართლი და ქ. თბილისში განხორციელდა და მისი მიზანი იყო მოსწავლეებში ცნობიერების ამაღლება, ასევე ქვეყანაში ნარჩენების მართვის სექტორის მოდერნიზების ხელშეწყობა.
პროექტში 135 სკოლა მონაწილეობდა და მათგან, შეგროვებული ქაღალდის ნარჩენების რაოდენობის მიხედვით, 7 გამარჯვებული სკოლა გამოვლინდა. მათ წარმომადგენლებს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილემ, ირინა აბულაძემ, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრთან, ლევან დავითაშვილთან ერთად, მადლობა გადაუხადა კონკურსში წარმატებული მონაწილეობისთვის და სიგელები და სამახსოვრო საჩუქრები გადასცა.