14 და 15 მარტს, 15:00 საათზე გაიმართება შეხვედრა საბაზო საფეხურის მე-7 კლასის და დაწყებითი საფეხურის ზოგიერთი საგნის სასკოლო სახელმძღვანელოების გრიფირებით დაინტერესებულ პირებთან - ავტორებთან.
შეხვედრის მიზანს წარმოადგენს პოტენციური ავტორებისთვის, გრიფირების პროცესში მონაწილეობის მიღების მიზნით, ელექტრონული განაცხადის გაკეთებისთვის გრიფირების ადმინისტრირების ელექტრონული სისტემის მოხმარების გაცნობა.
შეხვედრას დაესწრებიან საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს სკოლამდელი და ზოგადი განათლების განვითარების დეპარტამენტის წარმომადგენლები.
შეხვედრა შედგება, სსიპ - განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის შენობაში, მისამართი - თბილისი, ფანჯიკიძის ქ. N1ა (შემოსასვლელი, ჟვანიას მოედანიდან, პოლიციის შენობის გვერდით).