განათლების რეფორმის ფარგლებში, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო კერძო სექტორთან თანამშრომლობით ახალ პროექტს იწყებს. ახალი ინიციატივა მიხეილ ბატიაშვილმა მცირე, საშუალო და მსხვილი ბიზნესის წარმომადგენლებს გააცნო, რომლებმაც თავის მხრივ, გამოთქვეს მზადყოფნა, ხელი შეუწყონ ახალ ინიციატივას, რათა ქვეყანაში კვალიფიციური სამუშაო ძალა განვითარდეს.
მინისტრის გადაწყვეტილებით, სამინისტროსა და კერძო სექტორის ურთიერთანამშოლობით დაინერგება ზრდასრულთა განათლების ახალი სისტემა, რომელიც მიზნად ისახავს მომზადება/გადამზადების მოკლევადიანი პროგრამების განხორციელებას.
გამომდინარე იქიდან, რომ შრომის ბაზრის განვითარების სწრაფი ტემპი უნარების შესაბამისობის კუთხით ეკონომიკურად აქტიურ მოსახლეობას არაერთი გამოწვევის წინაშე აყენებს, მინისტრის თქმით, ახალი კანონისა და ახალი ინიციატივის ფარგლებში, სამინისტრო გეგმავს ისეთი მექანიზმების ამუშავებს, რომლებიც მოსახლეობას მოკლე დროში დასაქმებისთვის საჭირო უნარები გაუმჯობესებაში დაეხმარება.
მომზადება-გადამზადების კურსების ფორმალიზების შედეგად:
შეხვედრაზე, რომელსაც სამშენებლო, მომსახურების, საინფორმაციო ტექნოლოგიების და სხვა სფეროების კერძო ბიზნესის დამსაქმებლები ესწრებოდნენ, სამინისტროსთან მჭიდრო თანამშრომლობის ფორმატზე და სამომავლო გეგმებთან დაკავშირებით სისტემატურ შეხვედრებზე შეთანხმდნენ.
მსმენელთა რეგისტრაცია აჭარის, სამეგრელოს რეგიონებსა და თბილისში 25 მარტიდან, სამშენებლო და საინფორმაციო ტექნოლოგიების მიმართულებით არსებული პროგრამებით დაიწყება, სადაც 400-ზე მეტი თავისუფალი ადგილია.