საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროში საქართველო-ბელარუსის სამეცნიერო-ტექნიკური თანამშრომლობის კომისიის პირველი სხდომა გაიმართა, სადაც მინისტრის მოადგილემ ირინა აბულაძემ და ბელორუსიის რესპუბლიკის მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სახელმწიფო კომიტეტის თავჯდომარემ ალექსანდრე შუმილინმა ბელორუსია-საქართველოს სამეცნიერო-ტექნიკურ კომისის თანამშრომლობის რეგლამენტს მოაწერეს ხელი.
შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნულ სამეცნიერო ფონდსა და ბელარუსის რესპუბლიკური ფუნდამენტური კვლევის ფონდს შორის ჩამოყალიბდა პარტნიორული ურთიერთობა. მხარეთა შორის გაფორმდა შეთანხმება თანამშრომლობის შესახებ, რომელსაც ხელი მოაწერეს ფონდის გენერალურმა დირექტორმა ზვიად გაბისონიამ და ბელარუსის რესპუბლიკის ფუნდამენტური კვლევების სამეცნიერო საბჭოს თავმჯდომარემ პროფესორმა სერგეი გაპონენკომ.
ხაზგასასმელია, რომ თანამშრომლობის მიზანს წარმოადგენს მხარეთა შორის კოორდინაცია და ერთობლივი კვლევების ხელშეწყობა, რომელიც ერთობლივ სემინარებს, კონფერენციებს და ინდივიალურ გაცვლით პროექტებს მოიცავს. ასევე განხორციელდა თანამშრომლობის სხვა აქტივობები; საქართველო-ბელარუსის სამეცნიერო-ტექნიკური და ინოვაციების სფეროში თანამშრომლობის თაობაზე პროგრამის პროექტი (2019-2020წწ);
ორმხრივი შეთანხმების საფუძველზე, თანამშრომლობა მოიცავს მეცნიერების სრულ სპექტრს, მათ შორის, ინჟინერია, სოციალური და ჰუმანიტარული მეცნიერებები.
SRNSFG- სა და BRFFR- ს ორგანიზებას გაუწევს სამუშაო ჯგუფი, რომელიც შედგება თითოეული მხარის პროგრამის კოორდინატორებისგან. შეთანხმება ძალაში შევა მხარეთა ოფიციალური წარმომადგენლების მიერ მისი ხელმოწერისთანავე და ძალაშია შემდგომი 3 წლის განმავლობაში.