საქარველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილემ ირინა აბულაძემ ქართველ და უცხოელ პარტიორებთან ერთად მონაწილეობა მიიღო სამუშაო შეხვადრაში, სადაც საქართველოს ეროვნული კვალიფიკაციების ჩარჩოს პრიორიტეტები, სამომავლო გეგმები და საერთაშორისო პარტნიორებთან გამოცდილების გაზიარების საკითხები განიხილეს.
სამუშაო შეხვედრა ორი დღის განმავლობაში გაგრძელდება და მიზანს მიმდინარე რეფორმის ხელშეწყობა და ჩარჩოს მართვის ახალი ტიპისა და ინსტრუმენტების დანერგვის მომზადება წარმოადგენს. შეხვედრაზე განათლების სფეროს ქართველი და უცხოელი წარმომადგენლები იმჯელებენ როგორც ეროვნული კვალიფიკაციების ჩარჩოს რეფორმის მიღწევებზე, ასევე მომავალი დისკუსიისა და განვითარების პრიორიტეტული სფეროებზე, ახალ ჩარჩოზე გადასვლასთან დაკავშირებულ გამოწვევებზე, ევროპის კვალიფიკაციების ჩარჩოსთან თავსებადობაზე და ა.შ.
შეხვედრაზე წარმოდგენილი იქნება ასევე ეროვნული კვალიფიკაციების ჩარჩოს კონცეპტუალური და სტრუქტურული ცვლილებები, განახლებული საკანონმდებლო ბაზა და რეკომენდაციები. მონაწილეები გაცვლიან მოსაზრებებს და ჩაერთვენიან დისკუსიებში.
სამუშაო შეხვედრა ხელს შეუწყობს როგორც ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებთან თანამშრომლობის გაღრმავებას, ასევე ევროპის კვალიფიკაციების ჩარჩოს (EQF) მრჩეველთა საბჭოს წევრებთან ისეთ პრიორიტულ საკითხებზე დისკუსიისა და გამოცდილების გაზიარებას როგორებიცაა: ეროვნული კვალიფიკაციების ჩარჩოების უპირატესობები, კავშირი ეროვნულ კვალიფიკაციების ჩარჩოებსა და ხარისხის უზრუნველყოფას შორის, ეროვნული კვალიფიკაციების ჩარჩოს მართვა, მართვის მექნიზმები და ინფორმაციის გაზიარება/გავრცელება კვალიფიკაციებისა და უნარების შესახებ დაინტესებული პირებისთვის.
შეჯამდება ასევე განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრისა და ევროპული განათლების ფონდის თანამშრომლობის ის ეტაპიც, რომელიც ეროვნული კვალიფიკაციების ჩარჩოს რეფორმას უკავშირდება და დაიგეგმება შემდეგი ნაბიჯები 2019 წელს ევროკავშირის ახალი პროექტის დასაწყებად.