29-31 მარტს, საქართველოს დედაქალაქი თბილისის გრან პრის უმასპინძლებს. ტურნირზე საქართველოს ნაკრების სახელით 37 სპორტსმენი იასპარეზებს.
დღეს, სასტუმრო „ჰოლიდეი ინში“ კენჭისყრის ცერემონია გაიმართა. ღონისძიებას დაესწრნენ მინისტრის მოადგილე შალვა გოგოლაძე, სპორტის განვითარების დეპარტამენტის უფროსი ირაკლი დოლაბერიძე, საქართველოს ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტი გიორგი ათაბეგაშვილი და ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციის წარმომადგენლები.