ნონა გაფრინდაშვილის სახელობის ჭადრაკის სასახლეში, საქართველოს საკლუბო ჩემპიონატის გახსნის ოფიციალური ცერემონია გაიმართა, სადაც კენჭისყრის შედეგად ჩემპიონატში მონაწილე გუნდები დაწყვილდნენ.
ჩემპიონატი, 6 აპრილს დაიწყება და მასში 160 მოჭადრაკე მიიღებს მონაწილეობას. ფინალურ შეხვედრაში, რომელსაც თბილისი უმასპინძლებს, ერთმანეთს დასავლეთისა და აღმოსავლეთის ზონების გამარჯვებულები დაუპირისპირდებიან, რის შედეგადაც ჩემპიონი გუნდი გამოვლინდება.