საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ დაიწყო განაცხადების მიღება სპორტული ორგანიზაციების აღიარების საკითხის განხილვის მიზნით. მიღებულ განაცხადებს განიხილავს სამინისტროსთან არსებული სათათბირო ორგანო, სპორტული ორგანიზაციების აღიარებისა და დაფინანსების საბჭო, რომლის მიერ მიღებული გადაწყვეტილებები დამტკიცდება მინისტრის ბრძანებით. განაცხადების წარმოდგენის ბოლო ვადაა 2019 წლის 1 მაისი.
აღიარების საკითხის განხილვის მიზნით, სპორტული ორგანიზაციების მიერ წარმოდგენილი უნდა იქნას განცხადება მინისტრის სახელზე, შემდეგი დანართით:
1. რეგისტრაციის ამონაწერი საჯარო რეესტრიდან;
2. ორგანიზაციის წესდება;
3. შესაბამისი საერთაშორისო ორგანიზაციის წევრობის დამადასტურებელი დოკუმენტი;
4. გრძელვადიანი სტრატეგია და სამოქმედო გეგმა (სულ მცირე 5 წლიანი);
5. საქმიანობის ანგარიში დანართი #1-ის შესაბამისად (სულ მცირე 6 თვის);
6. სპორტსმენთა, მწვრთნელთა და მსაჯთა რაოდენობა დანართი #2-ის შესაბამისად.
სპორტული ორგანიზაციის აღიარების საკითხი განხილულ იქნება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუკი ორგანიზაცია განაცხადის წარმოდგენამდე დაფუძნებულია სულ მცირე 6 თვით ადრე.