საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის, უმაღლესი განათლებისა და მეცნიერების განვითარების დეპარტამენტის წარმომადგენელმა ნინო სვანაძემ შრი-ლანკის ბიზნესისა და ტექნოლოგიების კოლეჯის წარმომადგენლებს უმასპინძლა.
შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველოსა და შრი-ლანკას შორის განათლების, ბიზნესისა და ტექნოლოგიების კუთხით სამომავლო თანამშრომლობის საკითხებს. მაია შუხოშვილმა შრი-ლანკის ბიზნესისა და ტექნოლოგიების კოლეჯის წარმომადგენლებს უმაღლესი განათლების სფეროში მიმდინარე და დაგეგმილი რეფორმები გააცნო.