თბილისის 51-ე საჯარო სკოლაში 9 აპრილისადმი მიძღვნილი ღონისძიებები გაიმართა. განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე ირინა აბულაძემ სკოლის მოსწავლეებთან ერთად, 51-სკოლის შენობაში 9 აპრილს გარდაცვლილი ორი მოსწავლის, თამარ ჭოველიძისა და ნათია ბაშალეიშვილის მემორიალური დაფა გახსნა.
გაიმართა ასევე შეხვედრა #51 საჯარო სკოლის 1989 წლის დამამთავრებელი კლასის მოსწავლეების - ნათია ბაშალეიშვილის და თამარ ჭოველიძის მშობლებთან და კლასელებთან. სტუმრებმა 9 აპრილს გმირულად დაღუპული მოსწავლეები კიდევ ერთხელ გაიხსენეს და ქვეყნისთვის ამ დღის მნიშვნელობაზე ისაუბრეს.
ღონისძიებების ფარგლებში მოეწყო 9 აპრილისადმი მიძღვნილი დოკუმენტური ფილმის ჩვენება, დოკუმენტური ფოტომასალის გამოფენა და პერფორმანსი.