საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო მწუხარებას გამოთქვამს დიმიტრი თუმანიშვილის გარდაცვალების გამო და უსამძიმრებს გარდაცვლილის ოჯახს.
დიმიტრი თუმანიშვილი გიორგი ჩუბინაშვილის სახელობის ქართული ხელოვნების ისტორიისა და ძეგლთა დაცვის ეროვნული კვლევითი ცენტრის სამეცნიერო საბჭოს თავჯდომარე და ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი იყო.
სამოქალაქო პანაშვიდი: 9,10 აპრილი. მისამართი: ქიაჩელის #22 ; გამოსვენება: 11 აპრილი, 14:00 საათი, ლურჯი მონასტრიდან