აღნიშნული ინიციატივის ფარგლებში 12-დან 18 წლამდე ასაკის ბავშვებსა და ახალგაზრდებს აქვთ შესაძლებლობა, კულტურული მემკვიდრეობის თაობაზე,მათ მიერ მოპოვებული ამბები (ქართულ ენაზე) განათავსონ ევროპული მემკვიდრეობის დღეების პორტალზე. გამოქვეყნებული თემებიდან 5 საუკეთესო ნამუშევარი გაიგზავნება ევროპის საბჭოს შესაბამის სამსახურში. ხოლო ევროპული პანელი თავის მხრივ გამოავლენს სხვადასხვა ქვეყნიდან წარმოდგენილი ნაშრომებიდან მაქსიმუმ 10 საუკეთესოს და გამარჯვებულებს 2019 წლის ნოემბერში მიიწვევენ ქ. სტრასბურგში. თემების წარდგენის ბოლო ვადა, ეროვნულ დონეზე, გახლავთ 2019 წლის 6 მაისი.
2019 წელს ევროპის მემკვიდრეობის დღეების თემატიკა არის „ხელოვნება და გართობა/შემეცნება“. საკონკურსო ნაშრომები უნდა ასახავდეს მონაწილის თვალით დანახულ კულტურულ მემკვიდრეობას (როგორც მატერიალური, ასევე არამატერიალური) და მის კავშირს ევროპასთან, ჩვენი კულტურული მემკვიდრეობის საერთო და განსხვავებული მახასიათებლებს სხვა ქვეყნებთან შედარებით.
დამატებითი კითხვების შემთხვევაში, გთხოვთ, დაუკავშირდეთ ინიციატივის ეროვნულ კოორდინატორს, ნინო წერეთელს - ტელ.: (+995) 591 71 00 12; ელ-ფოსტა: Heritagemakers2019@gmail.com
დეტალური ინფორმაციისთვის გთხოვთ, იხილოთ თანდართული დოკუმენტაცია.