საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურის და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერითა და შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო სამინისტროს ინიციატივით, თსუ-სა და ზუგდიდის შოთა მესხიას სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში ხორციელდება სკოლისშემდგომი განათლებისთვის მოსამზადებელი პროგრამა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები აბიტურიენტებისთვის.
პროექტის მიზანია საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები ახალგაზრდების პიროვნული და კარიერული განვითარების ხელშეწყობა და საზოგადოებაში სრულფასოვანი ინტეგრირება. პროექტი ითვალისწინებს სახელმწიფოს მრიდან მონაწილეთა სასწავლო თუ საცხოვრებელი ხარჯების სრულ უზრუნველყოფას, როგორც მომზადების პერიოდში, ასევე საქართველოს უმაღლეს სასწავლებლებში სწავლის გაგრძელების შემდეგ.