მიხეილ გიორგაძემ და შალვა გოგოლაძემ ევროპის ჩემპიონატიდან დაბრუნებულ კონტაქტური კარატეს ეროვნული ნაკრების წევრებსა და მთავარ მწვრთნელს უმასპინძლეს და ჩემპიონატზე მიღწეული წარმატება მიულოცეს.
ვილნიუსში გამართულ ევროპირველობაზე, საქართველოს ნაკრებმა ისტორიულ შედეგს მიაღწია - 1 ოქროს, 1 ვერცხლისა და 2 ბრინჯაოს მედალი მოიპოვა და მამაკაცთა შორის გუნდურ ჩათვლაში მეორე ადგილი დაიკავა.
საქართველოს დელეგაციას სამინისტროს სპორტის განვითარების დეპარტამენტის უფროსი ირაკლი დოლაბერიძე ხელმძღვანელობდა. დოლაბერიძემ ევროპის ჩემპიონატის ფარგლებში, საქართველოში გასამართი 2020 წლის ევროპირველობის პრეზენტაცია წარადგინა.