საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი მიხეილ ბატიაშვილი ვატიკანის ელჩს საქართველოში, არქიეპისკოპოს ჟოზე აველინო ბეტანკურს შეხვდა და მას განათლების სფეროში მიმდინარე ფართომასშტაბიანი რეფორმები გააცნო.
ჟოზე აველინო ბეტანკურმა, თავის მხრივ, რეფორმისადმი დაინტერესება გამოხატა და აღნიშნა, რომ მზადაა ამ მიმართულებით, სამინისტროსთან აქტიურად ითანაშრომლოს.