08.05.2019
დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებთნ სამუშაო შეხვედრები გრძელდება. საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი, მიხეილ ბატიაშვილი ამჯერად, ლატვიის ელჩს საქართველოში, ინგრიდა ლევრენცეს შეხვდა და მას დეტალური ინფორმაცია მიაწოდა სისტემაში მიმდინარე კომპლექსურ რეფორმებსა და სისტემის განვითარების ძირითად მიმართულებებზე.
გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე, საუბარი ასევე შეეხო განათლების, მეცნიერებისა და კულტურის სფეროში ორ ქვეყანას შორის არსებული თანამშრომლობის მნიშვნელობას და მომავალ პერსპექტივებს. განსაკუთრებით დადებითად შეფასდა ერთობლივი სამეცნიერო და კვლევითი პროექტები, სტუდენტებისა და პროფესორ-მასწავლებელთა გაცვლითი და კულტურული პროგრამები.