კატარში, ქ. დოჰას ოპერის თეატრში, ქართული ნაციონალური ბალეტის “სუხიშვილების” პირველი კონცერტი გაიმართა. ღონისძიება საქართველოს დამოუკიდებლობის დღის კვირეულის ფარგლებში ჩატარდა.
წარმოდგენას ესწრებოდნენ კატარში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის, კატარში მცხოვრები ქართული დიასპორის წარმომადგენლები და სხვა ოფიციალური პირები.
ქართული ნაციონალური ბალეტის პირველი კონცერტი რეგიონში საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს, კატარის კულტურის ფონდის მხარდაჭერითა და საქართველოს საელჩოს ორგანიზებით გაიმართა.