საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილემ ირინა აბულაძემ საფრანგეთის განვითარების სააგენტოს (AFD) სამხრეთ კავკასიის რეგიონული ოფისის დირექტორთან, გაელ ასაიაგსთან სამუშაო შეხვედრა გამართა და მას განათლების სისტემაში მიმდინარე და დაგეგმილი პროექტები გააცნო.
იმის გათვალისწინებით, რომ განათლება საქართველოს მთავრობის პრიორიტეტს წარმოადგენს, საფრანგეთის განვითარების სააგენტოს (AFD) სამხრეთ კავკასიის რეგიონული ოფისის წარმომადგენლობამ რეფორმების მიმართ განსაკუთრებული ინტერესი გამოხატა და გამოთქვა მზაობა, მთლიანი საგანმანათლებლო სექტორის განვითარებაში საკუთარი წვლილი შეიტანოს. სააგენტოს მხრიდან შესაძლო ფინანსური დახმარების მიზნით შეხვედრაზე მხარეებმა კონკრეტული საგანმანათლებლო სფეროების ამჟამინდელი საჭიროებები განიხილეს.
საფრანგეთის განვითარების სააგენტო (AFD) საფრანგეთის რესპუბლიკის სახელმწიფო ფინანსურ სტრუქტურას წარმოადგენს, რომელიც საქართველოსთან 2012 წლიდან თანამშრომლობს და ჯანდაცვის, ენერგეტიკის, სოციალური დახმარების, ურბანული განვითარებისა და სოფლის მეურნეობის მიმართულებით გამოყოფს კრედიტს.