საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით, თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიამ სახელმძღვანელო „ხელოვნების ისტორია“ (ХVI-ХVII საუკუნეების ევროპა)გამოსცა.
წიგნის პრეზენტაცია განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროში შედგა.
ღონისძიებას სამინისტროს კულტურის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე თეა ონიანი და თბილისის აპოლონ ქუთათელაძის სახელობის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის რექტორი გიორგი გუგუშვილი უძღვებოდნენ.
გამოცემა წარმოადგენს ცნობილი ამერიკელი ავტორების - მერილინ სთოქსთედისა და მაიკლ ვ. ქოთრენის წიგნის „ხელოვნების ისტორია“ ХХI, ХХII და ХХIII თავების თარგმანს.
პრეზენტაციის ფარგლებში ასევე შედგა ელექტრონული ჟურნალის „არტი და ტექსტი“ წარდგენა.
პროექტი თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის ინიციატივაა და მისი მიზანია დეხმაროს საქართველოში ხელოვნების თეორიის სფეროს განვითარებას. ელექტრონული ჟურნალის ძირითადი თემებია: თანამედროვე ხელოვნება, კულტურული მემკვიდრეობა, საერთაშორისო პროცესები, ახალგაზრდა მკვლევართა ნაშრომები და სხვა.