28.05.2019
28 მაისს, საქართველოს ხელოვნების სასახლეში გაიმართა ღონისძიება, რომლის ფარგლებშიც საქართველოს პრეზიდენტმა ქალბატონმა სალომე ზურაბიშვილმა და საქართველოს ხელოვნების სასახლის დირექტორმა გიორგი კალანდიამ ხელი საზეიმოდ მოაწერეს თანამშრომლობის მემორანდუმს.
მემორანდუმის თანახმად ხელოვნების სასახლე იქნება პირველი და ერთადერთი მუზეუმი რომელსაც მომავალში პატრონაჟს საქართველოს პრეზიდენტი გაუწევს