პროგრამა მოიცავს ისეთ საკითხებს, როგორებიცაა სასიცოცხლო ფუნქციების პირველადი მართვა, გულის არაპირდაპირი მასაჟი და ხელოვნური სუნთქვის ჩატარების ტექნიკა, ჭრილობების შეხვევა, სისხლდენის შეჩერების წესები, მოტეხილობებისა და ტრავმების შემთხვევაში შესაბამისი რეაგირება და სხვ. საწყის ეტაპზე მომზადებას გაივლის მანდატურთა მომზადების კურსის 48 მსმენელი.
ღონისძიებაში მონაწილეობდნენ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი დიმიტრი შაშკინი და შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ალექსანდრე კვიტაშვილი,
ამიერიდან,
უსაფრთხო
სკოლის პროგრამის ფარგლებში, მანდატურები გარდა კონფლიქტებისა და დანაშაულის პრევენციისა ბავშვებისთვის პირველადი სამედიცინო დახმარების გაწევასაც შესძლებენ. ამით
სრულყოფილი ხდება პროგრამა, რომლის
განხორციელებასაც მანდატურთა ინსტიტუტის შემოღება ითვალისწინებს.