29 მაისს, 19:00 საათზე, და 30 მაისს, 12:00 საათზე, ნოდარ დუმბაძის სახელობის მოზარდ მაყურებელთა სახელმწიფო თეატრში მულტიმედიური, ექსპერიმენტული სპექტაკლის „ოდისეას“ პრემიერა გაიმართება.
წარმოდგენას, რომელშიც გაერთიანებულია ანიმაციისა და კინოს ხერხები, საფუძვლად ბავშვებისთვის ადაპტირებული მითოლოგია უდევს. სპექტაკლში მაყურებელი შეხვდება ისეთ მითოლოგიურ გმირებს, როგორებიც არიან: ზევსი, ჰერა, ჰერმესი, პოსეიდონი, იანუსი, აფროდიტე, პენელოპე, ტელემაქე და სხვა.
თეატრალური პროექტის ავტორი და დამდგმელი რეჟისორია ავთანდილ დიასამიძე, მხატვარი ლანა ყავრელიშვილი, მუსიკალური გაფორმება გიორგი კობერიძის, მულტიპლიკაციის რეჟისორი პეტრე თომაძე, მულტიპლიკატორები: გიორგი გორელაშვილი, თამარ კოჩალიძე, არსენ ოქრუაშვილი. სპექტაკლში მონაწილეობენ: ხატია მელქაძე, იოანა ნავაძე, ვახტანგ ნოზაძე, ნიკა ფაიქრიძე. პერსონაჟენს ახმოვანებენ: ხატია მელქაძე, ეკატერინე შარიქაძე, მარიამ ხუხუნაიშვილი, ავთანდილ დიასამიძე, ვანო დუგლაძე, რატი ნავაძე, ვახტანგ ნოზაძე, ნიკა ფაიქრიძე.
სპექტაკლი „ოდისეა“ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსა და თბილისის მერიის კულტურის სამსახურისა მხარდაჭერით დაიდგა.