06.06.2019
გორში კომედიის საერთაშორისო მეექვსე თეატრალური ფესტივალი საზეიმო მსვლელობით გაიხსნა, ხოლო გიორგი ერისთავის სახელობის დრამატულ თეატრში, მარჯანიშვილის თეატრის სპექტაკლი ,,მეფე მოკვდა“ იყო წარმოდგენილი. ფესტივალის გახსნას განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის პირველი მოადგილე მიხეილ გიორგაძე დაესწრო.
თეატრალური ფესტივალი 2014 წელს, ქალაქ გორში, გიორგი ერისთავის სახელობის სახელმწიფო თეატრის იმდროინდელმა სამხატვრო ხელმძღვანელმა, რეჟისორმა სოსო ნემსაძემ, საქართველოს რეგიონული ხელოვნების განვითარების ფონდთან ერთად დააარსა და მისი სლოგანია „დავუბრუნოთ ღიმილი ნაომარ ქალაქს“.
ფესტივალის რეპერტუარი, სათაურიდან გამომდინარე, გულისხმობს კომედიური ჟანრის სპექტაკლების გამართვას. ფესტივალში მონაწილეობა საქართველოს თითქმის ყველა დასმა მიიღო. უკვე რამდენიმე წელია კომედიის ფესტივალს საერთაშორისო სტატუსი მიენიჭა და გორში სტუმრობა სხვადასხვა ქვეყნის დასებმაც შეძლეს. 2018 წელს კი საქართველოს კომედიის ფესტივალი საფესტივალო გაერთიანების წევრი გახდა.
ფესტივალის ფარგლებში ყოველწლიურად მაყურებელს შესაძლებლობა აქვს ადგილზე გაეცნოს სხვადასხვა თეატრის რეპერტუარს, ასევე, მონაწილეობა მიიღოს საზეიმო მსვლელობაში. ფესტივალის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილი „Black Box”-ია, რომელიც თეატრის კრიტიკოსებს საშუალებას აძლევს საფესტივალო სპექტაკლი ნახონ და შეაფასონ წერილობითი სახით. წლევანდელ ფესტივალს, გასული წლის მსგავსად, ხუთი თეატრმცოდნისგან შემდგარი ჟიური შეაფასებს. ჟიურის წევრები სპექტაკლებზე კრიტიკულ წერილს მოამზადებენ, რომლის გაცნობის საშუალება ყველა მსურველს ექნება. წერილები ელექტრონული ვერსიის სახით ერთ ბუკლეტად გამოქვეყნდება.
კომედიის ფესტივალი 5 ივნისიდან 14 ივნისის ჩათვლით გაგრძელდება და მასში მონაწილეობას მიიღებენ მარჯანიშვილის, თუმანიშვილის, გორის, ქუთაისის, რუსთავის, რუმინეთის, მოძრაობის თეატრის, ილიაუნის, დმანისის თეატრის დასები.
ფესტივალი საქართველოს განათლების მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერითა და გორის მუნიციპალიტეტის მერიის პატრონაჟით იმართება.
გორში კომედიის საერთაშორისო მეექვსე
თეატრალური ფესტივალი საზეიმო მსვლელობით გაიხსნა, ხოლო გიორგი ერისთავის
სახელობის დრამატულ თეატრში, მარჯანიშვილის თეატრის სპექტაკლი ,,მეფე
მოკვდა“ იყო წარმოდგენილი. ფესტივალის
გახსნას განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის პირველი
მოადგილე მიხეილ გიორგაძე დაესწრო.
თეატრალური ფესტივალი 2014 წელს, ქალაქ გორში, გიორგი ერისთავის
სახელობის სახელმწიფო თეატრის იმდროინდელმა სამხატვრო ხელმძღვანელმა, რეჟისორმა
სოსო ნემსაძემ, საქართველოს
რეგიონული ხელოვნების განვითარების ფონდთან ერთად დააარსა და მისი სლოგანია „დავუბრუნოთ ღიმილი ნაომარ ქალაქს“.
ფესტივალის რეპერტუარი, სათაურიდან გამომდინარე, გულისხმობს კომედიური
ჟანრის სპექტაკლების გამართვას. ფესტივალში მონაწილეობა საქართველოს თითქმის ყველა
დასმა მიიღო. უკვე რამდენიმე წელია კომედიის ფესტივალს საერთაშორისო სტატუსი
მიენიჭა და გორში სტუმრობა სხვადასხვა ქვეყნის დასებმაც შეძლეს. 2018 წელს კი
საქართველოს კომედიის ფესტივალი საფესტივალო გაერთიანების წევრი გახდა.
ფესტივალის ფარგლებში ყოველწლიურად
მაყურებელს შესაძლებლობა აქვს ადგილზე გაეცნოს სხვადასხვა თეატრის რეპერტუარს, ასევე,
მონაწილეობა მიიღოს საზეიმო მსვლელობაში. ფესტივალის
ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილი „Black Box”-ია, რომელიც თეატრის
კრიტიკოსებს საშუალებას აძლევს
საფესტივალო სპექტაკლი ნახონ და შეაფასონ წერილობითი სახით. წლევანდელ ფესტივალს,
გასული წლის მსგავსად, ხუთი თეატრმცოდნისგან შემდგარი ჟიური შეაფასებს. ჟიურის
წევრები სპექტაკლებზე კრიტიკულ წერილს
მოამზადებენ, რომლის გაცნობის საშუალება ყველა მსურველს ექნება. წერილები
ელექტრონული ვერსიის სახით ერთ ბუკლეტად გამოქვეყნდება.
კომედიის ფესტივალი 5 ივნისიდან 14 ივნისის ჩათვლით გაგრძელდება და მასში
მონაწილეობას მიიღებენ მარჯანიშვილის, თუმანიშვილის, გორის, ქუთაისის, რუსთავის,
რუმინეთის, მოძრაობის თეატრის, ილიაუნის, დმანისის თეატრის დასები.
ფესტივალი საქართველოს განათლების მეცნიერების, კულტურისა და სპორტის
სამინისტროს მხარდაჭერითა და გორის მუნიციპალიტეტის მერიის პატრონაჟით იმართება.